პოლიტიკა

,,თუ გადადგება, გადადგეს, რას გვაშინებს ვერ გავიგე…”

ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში ამდენი პრობლემა იყო, სერიოზული კრიზისული სიტუაციები და ყველგან დაიმალა, ხმა არ ამოუღია და მარტო უცნობის განცხადებამ შეაწუხა- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერსა და მის მეგობარს, გია გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას. განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ თუ გაჩეჩილაძის სიმართლე დადგინდა, ის თანამდებობას დატოვებს, ხუხაშვილი არასერიოზულს უწოდებს:
 „გაჩეჩილაძე გასაგებია, თვლის, რომ უსამართლოდ იჩაგრება და იბრძვის სხვათა შორის სამართლებრივი მეთოდებით, როგორც მე ვატყობ. რაც შეეხება პრემიერს, მისი განცხადება არასერიოზულია აბსოლუტურად. კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს ადამიანი, რომ არანაირი ლიდერი არ არის, არაფერი არ ესმის და დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი. გვაყვედრის, რომ თურმე გადადგება. გადადგება და გადადგეს. მისი გადადგომით არც არავის სცხელა და არც არავის სცივა. თავის თავზე იმაზე მეტი წარმოდგენა აქვს ვიდრე წარმოადგენს. თუ გადადგება, სამ დღეში აღარავის ემახსოვრება გიორგი კვირიკაშვილი. ნუ გვაყვედრის თავს თავს, არაფერს არ ნიშნავს არც მისი გადადგომა და არც მისი პრემიერობა, იმიტომ რომ ერთი დიდი გაუგებრობაა რასაც ის აკეთებს. ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ამდენი პრობლემა იყო, სერიოზული კრიზისული სიტუაციები და ყველაგან დაიმალა, ხმა არ ამოუღია და მარტო უცნობის განცხადებამ შეაწუხა, გამოვარდა და რაღაცეები ილაპარაკა და შალელაშვილის განცხადებაზე მისცა კიდე რეაქცია. ანუ, მას არ ესმის, რომ ის არის პრემიერ მინისტრი და თუ არ ესმის და თუ გადადგება, გადადგეს, რას გვაშინებს ვერ გავიგე“ განაცხადა გია ხუხაშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.

წყარო

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close