მსოფლიო

თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა. 

მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ასევე ცნობილია დაკავებულთა ინიციალები: მიხეილ ჯ, მამუკა ჯ, ტარიელ შ, ემზარ რ. და მალხაზ გ.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close