თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხოტოველი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ბუნა ხოტოველი, სამოგზაუროდ წასვლამდე, დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა, ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დღეს პატრულმა შეატყობინა.

არსებული ინფორმაციით, ხოტოველი სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ტაილანდიდან საქართველოში თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.

საგარეო უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Imedinews.ge

კომენტარები