რედაქტორის გვერდისაზოგადოება
თურქეთში, პოლიციის სამმართველოს მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიიარბაკირში, პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს მახლობლად, დილის 10:45 წუთზე მოხდა ძლიერი აფეთქება. აფეთქდა სარემონტო სახელოსნოს შენობა, სადაც მიმდინარეობს პოლიციის დაჯავშნული ტექნიკის რემონტი.
შენობის კედელი ნაწილობრივ ჩამოშლილია. დაშავდა ოთხი კაცი, ერთ-ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი ფაქტის ირგვლივ.
ნანა ჯოხარიძე
კომენტარები