მსოფლიო
თურქეთის სანაპიროებთან ნავი გადაბრუნდა _ დაიღუპა რამდენიმე მიგრანტი

შავი ზღვის აკვატორიაში, თურქეთიდან ბულგარეთისკენ მიმავალი ნავი ამობრუნდა.
ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 4 მიგრანტი დაიღუპა, 20 კი დაკარგულად ითვლება, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DHA ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვამ 38 ადამიანის გადარჩენა შეძლო.