რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

თმები ყალყზე დაგიდგებათ, ისეა საქმე! -მცხეთის ყოფილი გამგებელი ციხეში გაუშვეს

“მცხეთაში, ფიქრის გორის მიწის ნაკვეთების გამო ექვსწელმისჯილ მცხეთის ყოფილ გამგებელს სხვებიც მიჰყვებიან! ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ჩემი და მამუკა ნოზაძის მიერ გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია, სხვადასხვა უწყებებიდან. თმები ყალყზე დაგიდგებათ, ისეა საქმე! ჩვენ სამართლებრივი ბრძოლისთვის სერიოზულად ვემზადებით – დამნაშავე არქეოლოგი აღმოჩნდება, მუზეუმის დირექტორი, სააგენტოს ხელმძღვანელი, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრი, უსათუოდ დაისჯება!

დაახლოებით ორშაბათს გვეცოდინება რა ნაბიჯს გადავდგამთ – სასამართლოს მივმართავთ, პროკურატურას თუ ორივეს ერთად.

მცხეთის რიაონულ სასამართლოში დავრეკე და რისი გაგებაც შევძელი ესაა: მცხეთის ყოფილ გამგებელს ვახტანგ ყიფშიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მცხეთის რაიონული სასამართოს მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ მიუსაჯა 26 დეკემბერს. ყოფილი გამგებლის ინტერესებს იცავს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

აქვე კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, რომელიც დღეს გავრცელდა:

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დამნაშავედ სცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის I ნაწილითა და 333-ე მუხლის I ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად საკუთრების უფლების მიღების მიზნით შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დაკავებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცნობები დაამზადებინა. ასევე ვახტანგ ყიფშიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონო დავალება მისცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საკუთრების უფლებები ეღიარებინათ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2008 წლის მარტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების 28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება.

ვახტანგ ყიფშიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 332-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 333-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით”,_ წერს ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close