საზოგადოება

თვითმფრინავს, რომელიც სტამბულიდან თბილისში მოფრინავდა, მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს თვითმფრინავის მგზავრებმა განუცხადეს. 

ერთ-ერთი მგზავრის, კოტე მათითაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. 

მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა და მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. 

როგორც მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა, ახლა მგზავრები ახალ რეისს ელოდებიან, რომლითაც თბილისში გამოფრინდებიან. 

„თვითმფრინავს მეხი დაეცა. მშვიდობით დავჯექით. აეროპორტში ვართ ახლა. არავინ დაშავებულა საერთოდ. აეროპორტში თავს გვევლებიან. ახლა ახალ რეისს ველოდებით და თბილისში გამოვფრინდებით“, – განაცხადა მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ატლასჯეტის“ რეისი 4 საათითა და 30 წუთით აგვიანებს და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close