რედაქტორის გვერდისაზოგადოება

თემურ ბასილია: ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე

,,სასამართლოები და ეროვნული ბანკი გახლავთ ქვეყანაში ყველაზე ცუდად ფუნქციონირებადი ინსტიტუტები, რომელსაც მოსახლეობა არ ენდობა … გარდა ამისა, ყველაზე არატრანსპარენტული ინსტიტუტი არის სასამართლო სისტემა … ეს გახლავთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული უახლოესი გამოკითხვის შედეგი. საინტერესოა, ვინმეს მოუტრიალდება ენა, რომ თქვას, ეს არ არის სიმართლე?

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლის მანძილზე ეროვნული ბანკი ასეთ უბადრუკ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა; მან პრაქტიკულად უარი თქვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე – სწორედ, ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, ლარის კურსის მანიპულაციებით ამოაცალეს საქართველოს მოსახლეობას ჯიბიდან დაახლოებით შვიდასი მილიონი დოლარი კომერციული ბანკების, უფრო სწორედ, ორი “დომინანტი” ბანკის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი დიდი ხანია გადაიქცა ამ ორი “დომინანტი” ბანკის მომსახურე სააგენტოდ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მე მგონი, ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ რაც ხდება იქ … მხოლოდ აღვნიშნავ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში ყველაზე კრიტიკული შეფასება სწორედ, რომ სასამართლო სისტემამ მიიღო.

გამოკითხვის სრულ ინფორმაციას შეიძლება გაეცნოთ თანდართულ ლინკზე. გარწმუნებთ, კიდევ ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ იქ …” _ აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია და ტექსტს ზემოთაღნიშნულ ლინკსაც თან ურთავს.

http://www.iri.org/sites/default/files/iri_poll_presentation_georgia_2017.03-general.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close