„დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. იგი ამბობს, რომ მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.
_ ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას ამ საავადმყოფოში გადიოდა.