საზოგადოება
თელავში ძლიერი სეტყვა მოვიდა

რამდენიმე წუთიანი ძლიერი სეტყვის შედეგად, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანსა და კურდღელაურში დაზიანდა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
დაზარალებულების თქმით, სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა, განადგურდა ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურა.
ადგილობრივებისთვის უცნობია ამოქმედდა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი.
ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ აქვთ თელავის გამგეობაში.
კომენტარები