პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს სასამართლოში უჩივის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივს. პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით – ,,მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი სასამართლოს სამართლიანი მუშაობით უნდა იყოს დაინტერესებული, ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ ჩივილით არის დაკავებული. წულუკიანმა 2 თვის წინ მიმართა სასამართლოს და დაჩქარებული წესით ჩაინიშნა პროცესი, მაშინ როცა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ ბევრად ადრე არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იგივე საფუძვლებით, მსაგავსი შინაარსის სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა, დღემდე პროცესი არ ჩანიშნულა.

ასევე, 2016 წლის ოქტომბრის თვეში იმავე მოსამართლესთან, (ქეთევან კუჭავა), რომელმაც წულუკიანის პროცესი ჩანიშნა, შალვა ნათელაშვილმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის- სარჩელით მიმართა ტელეკომპანია მაესტროს წინააღმდეგ. დღემდე არც ეს პროცესი არ ჩანიშნულა. მარინე ცუცქირიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქეთევან კუჭავა დააკმაყოფილებს წულუკიანის სარჩელს და უგულველყოფს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებს, მაშინ უპირობლემოდ უნდა დაკმაყოფილდეს შალვა ნათელაშვილის სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი და გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მოსარჩელის პოლიტიკურ შეხედულებებზე.

პროცესი მიმდინარე წლის ივლისის პირველ ნახევარშია ჩანიშნული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close