საზოგადოება

თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობით, 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.
17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.
ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close