საზოგადოება
თბილისში, მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ

თბილისში, მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცი თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში გადახტა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
კომენტარები