თბილისში მოზარდს გლოვობენ
„ზემოდან ბეტონს ჰგავდა და ფეხი დააბიჯა... მყვინთავებმა ამოიყვანეს“ - რას ყვება ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა

ალექსანდე მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ თავის მოსწავლეს გლოვობს.
„ალ. მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება ამავე სკოლის მოსწავლის, იოსებ ადეიშვილის გარდაცვალებას. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა! ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
იოსებ ადეიშვილი თბილისში, „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე დაიღუპა.
-დიდ მილთან ნოტიო ადგილია. უკნიდან შევიდა, როგორც ბიჭები ამბობენ. ისინი დაელოდნენ. ცოტა ხანში მისი ყვირილის ხმა გაიგეს. არ იცოდნენ, ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ დახმარებოდნენ. წყალი, რომელიც იმ ამფითეატრის შენობაში იყო დაგროვებული, ზემოდან ბეტონს ჰგავდა და ფეხი დააბიჯა… [ბავშვებმა ვერ შეძლეს დახმარება], როცა დასველდა ქურთუკი, ძალიან მძიმე იყო. მყვინთავებმა ამოიყვანეს, – ყვება მოზარდის დედა.