საზოგადოება

თბილისში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, ცაგარელის 5 ნომერში კორპუსის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი განცხადებით, სამუშაოების დაწყება გვერდით მდგომი, 6-სადარბაზოიანი კორპუსის ნგრევას გამოიწვევს. რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობის ინფორმაციით, 2009 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა 2016 წელს მერიის არქიტექტურის სამსახურმა განაახლა. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.

ამ თემაზე თბილისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

იმედი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close