ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია, გარდაცვლილები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი და გამოძიება მიმდინარეობს.

მკვლელობა ატენის 20 ნომერში, სავარაუდოდ ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა დედა და და მოკლა.

გავრცელებული  ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანის ადგილმდებარეობა მეზობლებს ხელს უშლიდა და მას სახლში მიაკითხეს. მეზობლებს  ბინაში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით – 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები