რედაქტორის გვერდისაზოგადოება

თბილისში ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, თბილისი მასპინძლობს საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ს ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიება გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ. კონფერენციას ესწრებიან ევროპის ადვოკატთა ასოციაცების წარმომადგენლები.

.

კონფერენციზე სიტყვით გამოვიდნენ ნილს სკოტი, _ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, მარია სლაზაკი – ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, პიტერ დენისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების მენეჯერი, ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვიკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე  ამ სფეროში. მაშ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში იურიდიული პრაქტიკის გარანტიებსა და ექსკლუზიურობაზე, საქართველოში იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ გარანტიებზე, ადვოკატურის საერთაშორისო გარანტიებზე, ადვოკატთა უფლებებისა და იურიდიული პროფესიის თავისუფლებების დაცვაზე, იურიდულ პროფესიაში შესვლაზე და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close