პოლიტიკა

თბილისის მერობისთვის კანადის ქართველი შერიფი იბრძოლებს

კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის “ქართველი” შერიფი მერაბ ტაბიძე, თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახური ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის “ქართველმა” შერიფმა აღნიშნული გადაწყვეტილება სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო და საკუთარი განზრახვა რადიო თავისუფლებას მესიჯით აცნობა, რასაც ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუც მოჰყვა.

“ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე მივიღე 26 წლის განმავლობაში, როგორც კანადის მოქალაქემ, სასარგებლო იქნებოდა მიგვემართა ჩვენი საყვარელი ქალაქის მომავლისა და განვითარებისათვის”, – განაცხადა მერაბ ტაბიძემ ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძესთან ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close