კატეგორიის გარეშე

თამარ ივერი: “…ვერ შევძელი შენი გადარჩენა და ჩემს ხელში დალიე სული”

“მშვიდობით ჩემო პატარა გოგონავ, ოდესმე მაღლა ისევ შევხვდებით ერთმანეთს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ივერი წერს და საყვარელ ძაღლს ემშვიდოებება.

მშვიდობით ჩემო ცხოვრების ერთგულო მეგზურო.12 წელი დაუღალავად იყავი ჩემი ერთგული თანმდევი სახლში, თვითმფრინავებში, სასტუმროებში, სცენებზე, უპრეტენზიო, წყნარი, ამტანი.

უსიტყვოდ და აუწრიალებლად გადაგიტანია 8-10 საათიანი ფრენები ჩემდამი სიყვარულის და მეგობრობის ნიშნად. ვაჟკაცურად იტანდი მარტოობის მრავალ საათებს, ჩემს გრძელ რეპეტიციებს, ჩემს მძიმე რეჟიმს….მაგრამ ერთელ არ “დაგიჩივლია”. მაინც, უდიდესი სიხარული იყო შენთვის ჩემს გვერდით ყოფნა.

მშვიდობით, ჩემო ერთგულო მეგობარო. შენ ჩემი ცხოვრების და კარიერის ერთი დიდ, სასიამოვნო ნაწილად, ფურცლად იქეცი და ეს წლები გამიბედნიერე! დღეს რაღაცა ძალიან ჩამწყდა, რაღაც ძალიან მტკივა რასაც აქ ვერ და არც გადმოვცემ, რადგან ის ჩემი პირადი ტკივილია და ეს კი ყბადაღებული სოციალური ქსელი სადაც მავანი მოქილიკეები ფიქრობენ: “ხალხი იხოცება და თამარ ივერი მის ძაღლს მისტირისო”, მათიც მესმის, რადგან ეს დიდი გრძნობა არ განუცდიათ.

მშვიდობით ჩემო პატარა გოგონავ, ჩემი ცხოვრების თავგანწირულო, ერთგულო მეგობარო. შენი თვალები და ერთგული მზერა ძალიან დააკლდება ჩემს სულს. წადი, და ახლა მაინც დაისვენე და დაუთმე დრო შენს თავს. ერთი ვიცი რომ ადრე თუ გვიან, ოდესმე მაღლა ისევ შევხვდებით ერთმანეთს და იქაც სულ ერთად ვიქნებით. ბევრად უფრო წყნარ და უსტრესო ცხოვრებაში. გპირდები რომ მრავალსაათიანი გადაფრენებით და რეპეტიციებით იქ აღარ შეგაწუხებ.
მაპატიე თუ როდესმე მარტო იგრძენი თავი, მაპატიე თუ როდესმე რამე გაწყენინე, მაპატიე რომ ბოლოს, ძალიან ვეცადე, ყველა ხერხს მივმართე მაგრამ ვერ შევძელი შენი გადარჩენა და ჩემს ხელში დალიე სული. გპირდები რომ “იქ” გამოვასწორებ ჩემს შეცდომებს.
მშვიდობით ჩემო პატარა “გოგონავ” , დაისვენე ამ გიჟი ცხოვრების რიტმისგან და……დამელოდე რომ “იქ”კიდევ ახალი ძალით “ვიგიჟოთ”. მშვიდობით სისუ…..მიყვარხარ სამუდამოდ!! მუდამ შენი თამრიკო.” – წერს თამარ ივერი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close