რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

თამაზ ელიზბარაშვილი: თვე არ გავა, რამდენიმე ნაწამები ძაღლი არ მოიყვანონ თავშესაფარში

თავშესაფარს ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტები ესტუმრნენ. კვირას, 20 საათზე გადაცემა ,,იმედის დროში“ გავა სიუჟეტი ცხოველთა მიმართ ძალადობის შესახებ. გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტში ისაუბრებს თავშესაფრის დამფუძნებელი თამაზ ელიზბარაშვილი.

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ გორში სასტიკად აწამეს ძაღლი. მსგავსი შემთხვევები ხშირია და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ესტუმრნენ ტელევიზიიდან თავშესაფარის მეპატრონეს. კითხვაზე, თავშესაფარში რამდენად ხშირად მოყავთ ნაწამები ძაღლები, ბატონმა თამაზმა უპასუხა: ,,თვე არ გავა, რამდენიმე ნაწამები ძაღლი არ მოიყვანონ როგორც რაიონებიდან, ასევე თბილისის სხვადასხვა უბნიდან. ცივი იარაღით, ბლაგვი საგნით, ჯოხით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლიც კი მოიყვანეს, რომლის გადარჩენა შევძელით და დღემდე ჩვენს თავშესაფარში იმყოფება ეს ძაღლი. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი უმძიმესი მდგომარეობის გამო ვერ გადავარჩინეთ…“ ბატონმა თამაზმა ბევრი კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა. სამწუხაროდ, მათ შორის იყო ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვებიც… შეგახსენებთ, რომ ძაღლებს იცავს კანონი, კერძოდ, 259-ე მუხლი, რომელიც ჯერ-ჯერობით თითქმის უმოქმედოა…

საკითხავია, რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანის ოთხფეხა მეგობარს ადამიანისგანვე დაცვა?

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close