რედაქტორის გვერდისაზოგადოება
„თავს დავდებ, რომ „გირჩი“ ყველა პოლიტიკურ პარტიაზე კომპეტენტურია”

,,გირჩის” დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, მისი პარტია იყო ერთადერთი, რომელიც თავდაცვის დაფინანსების გაორმაგებას ითხოვდა. როგორც მან განაცხადა, “გირჩი” პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით ყველაზე კომპეტენტურია.
“მე შემიძლია თავი დავდო, რომ ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ პარტიებში “გირჩი” არის ყველაზე კომპეტენტური, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. “გირჩი” იყო რთადერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში ჩადებული ჰქონდა, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზაროდოს. გაორმაგებას ვითხოვდით. ამ ყველაფერს სჭირდება ფული. თანამედროვე ომი არ არის “კალაშნიკოვიანი ადამიანი”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
კომენტარები