რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ზურა დათუაშვილი: ამას ლინჩის სუნი ასდის… ნუ ამოუშვებთ ჯინს ბოთლიდან!

ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი, ემიგრანტი:

_ ან ოცნების გულშემატკივრები რას გლოვობენ, ან ნაცები რას ზეიმობენ, ვერ გავიგე. ერორი მის კანონიერ მფლობელს (დღევანდელ მფლობელებთან მიმართებით ვგულისხმობ. ხვალ-ზეგ სხვა სარჩელმა და სასამართლომ შეიძლება სხვას არგუნოს. რიგში ბევრი ვინმე დგას) დაუბრუნდა და ნაცუზურპატორებს ხვალ გამოასახლებენ, ნახევარი წლის თუ წლინახევრის შემდეგ, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ სტრასბურგული მკლავჭიდის შედეგად ქართველი ობივატელის თვალში კიდევ ერთი და ძალიან სერიოზული დარტყმა განიცადა დასავლეთმა და დასავლურმა ორიენტაციამ. ჩვენ, ჩვენივე მიამიტობით, გამოუცდელობითა და სულსწრაფობით თვითონვე ვაღვივებთ ამ ისტერიას. ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ გავიდა ხურმაზე…
ასე იცის თვალის წახუჭვამ, მეორე ოპოზიციური ძალისთვის სასათბურე პირობების შექმნამ, დამნაშავეების გაჯეჯილებამ და წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შერჩევითი სამართლის შენარჩუნებამ.
მართალია, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, მაგრამ იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ, ღრმად პატივცემულებო. როცა კანონიერება ზემოდან არ მომდინარეობს, მასა თვითონ იწყებს მის აღსრულებას და ამას ლინჩის სუნი ასდის.
ნუ ამოუშვებთ ჯინს ბოთლიდან. მისი უკან ჩაბრუნება ძვირი დაგიჯდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close