მამაკაცების აზრით, ნებისმიერი ქალი იბადება იმისთვის, რომ მათ ცხოვრებაში თავის ტკივილი და ქაოსი რაღაც დოზით მაინც შემოიტანოს. თუმცა, ამ მხრივაც არსებობენ “ექსკლუზიურები”, რომელთაც უნარი აქვთ ნებისმიერი მამაკაცის ყოველდღიურობა ოსტუტურად გადააქციონ ჯოჯოხეთად. ამის მიზეზი კი ზოდიაქოს ნიშანი და თავად ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მთავარი სახასიათო შტრიხებია. ასე რომ მამაკაცებო, სანამ დაოჯახდებით და ვინმეს ხანგრძლივი ვადით დაუკავშირებთ ცხოვრებას, იქნებ მისი დაბადების თარიღი დაგეზუსტებინათ?

ვერძი – იგი მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევა, ამიტომ გარდა იმისა, რომ პერიოდულად აუტანლად უხეში, ხისტი და სწორხაზოვანია, მმართველი პლანეტა მარსის წყალობით ნებისმიერ საქმეს შეუძლია გაართვას თავი, რაც როგორც წესი მამაკაცის პრეროგატივაა ყოველთვის. მას შეუძლია ოსტატურად შეულახოს კაცს თავმოყვარეობა არამხოლოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და სკანდალით (რისი მიზეზიც ხშირად ეჭვიანობაა), არამედ საკუთარი ზედმეტი დამოუკიდებლობით. ის ხომ ფაქტობრივად უფუნქციო თოჯინად აგრძნობინებს მის გვერდით თავს, ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელს.

ტყუპი – ამ ქალის პრობლემა ზედაპირულობაა. მართალია, იგი შეიძლება იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი, საოცრად მომხიბვლელი და მაცდუნებელი. მაგრამ მას ვერასოდეს დაიჭერს ხელში ვერც ერთი მამაკაცი, ხომ შეუძლებელია ქარი გამოამწყვდიო ქილაში სწორედ იგივე პრობლემაა ტყუპთან. იგი ყველასია და ამავდროულად – არავისი. ეს კი ნებისმიერ თავმოყვარე მამრს შეულახავს ღირსებას და დაუდაბლებს თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ქალი ტყუპისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. ღალატს, ფლირტს, თავგადასავლებს. მას იმდენად სძულს რუტინა და ერთფეროვნება, რომ ამ მიზეზით შეუძლია თავს ნებისმეირი უკიდურესობის ჩადენის უფლება მისცეს თუკი მამაკაცი მას მოწყენის საშუალებას აძლევს.

კომენტარები
Загрузка...