საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის მესამე კვირაში ჩატარებას დადებითად აფასებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, არჩევნებისთვის მოსამზადებლად პარტიებს საკმაო დრო ექნებათ და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, კონკრეტული თარიღის დასახელების საკითხზე პარლამენტთან იმსჯელოს და საკითხი მთავრობასთან მოლაპარაკებით წყდება.

„ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი არ არის რა თარიღიც გამოაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა, ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო. ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ, რომ პარტიებს მეტი დრო ექნებათ, მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ფსიქოლოგიურად და მორალურად“ – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები
Загрузка...