საზოგადოება

ზაქარია ქუცნაშვილი აქციაზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჩოხით მივიდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით “ვარდების მოედანზე” მიმდინარე აქციაზე დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ჩოხით მივიდა. დეპუტატმა საქართველოს მოქალაქეებს ოჯახური ბედნიერება უსურვა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე თითოეული ქართველისა და მართლმადიდებლისთვის მნიშვნელოვანია.

“ოჯახი არის საზოგადოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეფუძნება თანასწორობას და სიყვარულს, რომელიც არის მთავარი. ოჯახური ბედნიერება მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველს, მე ჩემი დღევანდელი ჩაცმულობით გამოვხატავ სოლიდარობას დღევანდელი დღისადმი”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close