რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა სტრასბურგშიც გააპროტესტა

საფრანგეთში ჩატარებული აქციის შემდეგ, 10 თებერვალს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შესასვლელთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართველი ადვოკატების დევნა გააპროტესტა. ზაზა ხატიაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დევნილების დაფაზე პოლიტიკური პატიმარი ადვოკატების _ ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას სურათები გააკრა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტპატიმარი ადვოკატების ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას სურათები მათ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებამდე სტრასბურგში დარჩება როგორც ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური რეჟიმის სიმბოლო. როგორც სიმბოლო, პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობისა, როგორც სიმბოლო, „მურუსიძეების“ სასამართლოსი.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 62 წლის პენსიონერ ქალბატონზე, ადვოკატზე, წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც დღეში ორი სასამართლო პროცესი აქვს, არის უზნეობის, უკანონობის და სიბინძურის დემონსტრირება. ადვოკატებთან ამგვარი მოპყრობა დამახასიათებელია ავტოკრატიული, ფეოდალური რეჟიმებისთვის, საითკენაც მიგვაქანებს ბიძინა ივანიშვილი.

ზაზა ხატიაშვილმა პოლიტიკრი დევნილების დაფაზე გააკრა ადვოკატების გიორგი მდინარაძის, ალქსანდრე ფირცხალაიშვილის, მუხან ღურწკაიას სურათები, რომლებიც საქართველოში გამეფებული პოლიციური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მომდევნო აქციას 24 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ადვოკათა ასოციაციის პრეზიდენტების შეკრებაზე გამართავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close