რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი: მე რომ აღარ ვიქნები თავმჯდომარე, რა გეშველებათ?!

„ხვალ, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში 14-00 საათზე გაიმართება ჩვენი ადვოკატების, პოლიტპატიმრების – ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას სასამართლო პროცესი. მობრძანდით და ნახეთ, რაოდენ უკანონოდ არიან დაპატიმრებული ჩვენი კოლეგები. გოდერიძეს და კოსტავს ჰყავს 5 ადვოკატი. მე, ზაზა ხატიაშვილს მლანძღავენ მათი კლიენტების დაცვის გამო, ადვოკატები კი შორიდან უყურებენ ჩემს ბრძოლას. მე რომ აღარ ვიქნები თავმჯდომარე, რა გეშველებათ?!
კოლეგებო, ჩემი აზრით, სუსმა გადაწყვიტა ადვოკატებზე კონტროლი. მიკვირს იმ ხალხის კომენტარები, რომლებიც მოითხოვენ, ადვოკატებმა აგონ პასუხი ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გამოო, როდესაც წარდგენილია ნოტარიუსთან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია.

 კოლეგებო! უნდა მიხვდეთ ვინ გვებრძვის. 10 ადამიანის მონაჭორმა არ უნდა დაგახევინოთ უკან. მათ რაც უნდათ ის დაწერონ. ადვოკატებო! გელოდოებით ხვალ , 14-00 სააათზე, საქალაქო სასამართლოში რათა დარწმუნდეთ, მე ვარ მართალი თუ სუსი და პროკურატურა. ფრანგმა ადვოკატებმა რომ ნახეს ადოკატებზე წაყენებული ბრალდება, გაოგნდნენ და გააპროტესტეს ქართველი ადვოკატების უკანონო პატიმრობა. ქართველი ადვოკატები კი ჩუმად ხართ“, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close