ზაზა სვანაძე, რეჟისორი, ჟურნალისტი:
 _ ვინც ახლოს მიცნობთ, (ვინც იცით, რომ სპორტთან დიდად არ ვმეგობრობ) შეიძლება ასეთი შინაარსის პოსტის წაკითხვამ გაგიკვირვოთ კიდეც ჩემს პირად ფბ- გვერდზე, თუმცა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მაშინ, როცა საუბარია ქართველების წარმატებაზე. მაშინ, როცა საუბარია მომავლის სპორტსმენებზე, რომლებიც აწმყოში გვახარებენ თავიანთი გამარჯვებებით.
   ეს ამბავი შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს – ჩვენმა ფეხბურთელებმა 14 წლამდე დღეს ბერლინში ამხანაგური მატჩი “ჰერტას” თანატოლებთან გამართეს და მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით, 7:1 დაამარცხეს. ნაკრები, რომელიც გერმანიაში იმყოფება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ჩატარებული ტურნირის – 13-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებულია. ეს ტურნირი  გასულ წელს გაიმართა.
პირველი ტაიმი: ხარატიშვილი, ოდიაშვილი, ქავთარაძე, ვაზაგაშვილი, გოგოტიშვილი, ჩხეტიანი, გოგობერიშვილი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, აბუაშვილი, უგრეხელიძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: გრიგალაშვილი, გეგუჩაძე, ფაილაძე, ხვადაგიანი, კვერნაძე, მამაგეიშვილი, შურღაია, სალუქვაძე. – კიდევ არაერთხელ მიგველოცოს წარმატებები ბიჭებისთვის- დიდები ვერ ახარებენ ქართული ფეხბურთის ქომაგებს და მოზარდებმა მაინც გამოიჩინონ თავი ! 

კომენტარები
Загрузка...