საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ რუსეთს შევუვარდე მუხლუხოებში?

საქართველოს პარლამენტის წევრმა ,,ოცნებიდან”, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა:
,,რუსეთზე, რომ ლაპარაკობენ სირცხვილია. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები შეიარაღებით, ეკონომიკით, ფინანსებით… მიხედონ ამ რუსეთს. აიღონ და ესროლონ ჯაველინები და გააჩერონ ისინი. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან, ნახეთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოსო.
ეს არის ჩემი დანიშნულება, თუ უნდა გადავრჩე და გამთლიანებაზე ვიზრუნო?
კომენტარები