მოულოდნელად გარდაიცვალა 12 ბავშვი, რომელთა ასაკიც 3-დან 12- წლამდე მერყეობს. მათი გვამების გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ბავშვი მწვავე ალერგიული რეაქციის მსხვერპლი გახდა. ეს რეაქცია იმდენად მძიმე იყო, რომ საავამყოფომდე ვერცერთი მათგანი ვერ მივიდა ცოცხალი.

შემთხვევა უკრაინაში მოხდა. საქმე ეხება კონტრაბანდულ მედიკამენტებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კუსტარულად მზადდება და სიკვდილს იწვევს. ეს წამლები ყველა აფთიაქში იყიდება და ნებისმიერი მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი. უკრაინის პოლიცია ცდილობს, გადაამოწმოს ყველა ამ პრეპარატის შემადგენლობა და კონტრაბანდული ნაწარმი აფთიაქებიდან ამოიღოს.

მშობლები ხშირად ექიმის გარეშეც ცდილობენ, ბავშვს სახლის პირობებში უმკურნალონ, რასაც ბავშვის მდგომარეობა ფატალურ შედეგამდე მიყავს. საუბარია მედიკამენტებზე: ,,ამოქსიცილინი”, ,,იბუპროფენი”, ,,სუმამედი”, ,,ანტისეპტი”, ,,საბავშვო პანადოლი”, ,,ინფლუციდი” და ,,სანასოლი”.

წყარო: Intermedia

კომენტარები
Загрузка...