მთავარი პოლიტიკა ვიცე-პრემიერი “ბირჟა მაფიას” წევრებს სამართალდამცავების უპატივცემულობაში ადანაშაულებს

ვიცე-პრემიერი “ბირჟა მაფიას” წევრებს სამართალდამცავების უპატივცემულობაში ადანაშაულებს

  1. ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მუსიკალურ ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრებმა გადაღებულ კლიპში სამართალდამცველების მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, რაც მისი აზრით სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

“მე ვფიქრობ, რომ ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ და საუბარი იმაზე, რომ “კანონი დავარღვიე და რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ არასერიოზულია”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
2017 წლის 9 ივნისს პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი “მდმა” ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დაკავება იმ კლიპს უკავშირდება, სადაც სამართალდამცველები არიან გაშარჟებულები

კომენტარები
Загрузка...