მსოფლიორედაქტორის გვერდი

ვიქტორია ბეჯჰემი ბრიტანეთის იმპერიის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის იმპერიის კავალერის ორდენით დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჯილდო ფეხბურთელ დევიდ ბეკჰემის მეუღლეს ვიქტორიას გადაეცა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვიქტორია ბეკჰემს ჯილდო პრინცმა უილიამმა გადასცა. მან ვიქტორია მოდის ინდუსტრიაში გამორჩეული კარიერის აღიარების გამო დააჯილდოვა. ცერემონია მისი მეუღლის თანდასწრებით გაიმართა, რომელიც ორდენის კაველერი 2003 წელს გახდა. 2004 წელს, ორდენი მას პირადად დედოფალმა ელისაბედ II-მ გადასცა.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი 1917 წლიდან არსებობს. ის შესაძლოა სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირსაც გადაეცეს. 2015 წელს, ორდენის კავალერი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი გახდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close