კახა კუკავა _ თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე:
 _ ყველაზე ძირითადი პრობლემა არის კონსტიტუციის მიღების წესი. ხელისუფლება იღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას, რომელსაც არ აქვს არაცერთი ოპოზიციური პარტიისგან მხარდაჭერა, რაც არის დამახასიათებელი დიქტატორული ქვეყნისთვის. მე არ ვამტკიცებ, რომ საქართველოში უკვე შემდგარი დიქტატურაა, თუმცა ეს არის დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი.
   საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთპარტიულ კონსტიტუციას, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა, რასაც ახლა უბრუნდება ივანიშვილის რეჟიმი. ,,ქართული ოცნება” სულ სისულელეებს ლაპარაკობს, მთავარი სულელი პარლამენტის თავმჯდომარეა.
 მესმის, რომ არ არის კორექტული რასაც ვამბობ, მაგრამ იმდენ სისულელეს ვისმენთ, რომ ესეც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას.
მე არც ზურაბ ჟვანია მომწონდა პარლამენტის თავმჯდომარედ, არც ვახტანგ გოგუაძე, არც ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და არც დავით უსუფაშვილი, მაგრამ ვერცერთზე ვერ ვიტვით, რომ სულელები იყვნენ. ისინი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. ახლა კი ჩვენ თავმჯდომარედ გვყავს სულელი და გაუნათლებელი, რომელმაც ელემენტარული თვლა არ იცის. ადამიანი გვეუბნება რომ, გაუნაწილებელი ხმები ბოლო არჩევნებზე დარჩა 3 %,  მერე დააზუსტა და ამბობს, რომ 7 %-ია. სინამდვილეში კი არის 19 %.
   2007 წელს პარლამენტში ვიყავი და მაშინაც ცდილობდნენ, მიეღოთ ერთპარტიული კონსტიტუცია. ამას მოყვა ნოემბრის მოვლენები. ახლა, 10 წლის შემდეგ, ხელისუფლება უშვებს ზუსტად იგივე შეცდომებს, რასაც აუცილებლად მოყვება ზუსტად იგივე და ძალიან მძიმედ შედეგი. ეს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ამაზე სრულ გარანტიას ვიძლევი.
კომენტარები