რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვისი მხარდაჭერით ტარდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თანამშრომელთა გამოცდები?

euronews.ge-ს ერთ-ერთმა წყარომ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელზე, თიკა რუხაძეზე.  წყაროს თქმით, ,,თიკა რუხაძე ,,გაქანებული” ნაცია. ის მუშაობდა საზოგადოებრივი არხის პროდუსერად. ,,რუხაძეს საქმე აღუძრა პროკურატურამ ხელისმოწერების გაყალბების ფაქტზე, რის შემდეგაც,  ბადრი პატარკაციშვილის კომპანიაში მომღერლების პროდუსერი იყო მუშაობდა. იქაც პროკურატურამ საქმე აღუძრა ფულის მითვისების ფაქტზე, მაგრამ ნაცებმა უშველეს და არ დააჭერინეს.

ამის შემდეგ მიშამ მოაწყო მუსკომედიის თეატრის დირექტორად და 6 თვეში ფინანსურმა პოლიციამ საქმე აღძრა . ეს ის პერიოდია, ბიძინა ივანიშვილი თავის ფულით რომ არემონტებდა მუსკომედიის თეატრს – ამჯერად ივანიშვილის ფული შეჭამა. ამ ფაქტის გამო დაატოვებინეს მას აღნიშნული თანამდებობა და კვლავ არ დააჭერინეს ნაცებმა. რუხაძემ მუშაობა დაიწყო „ცენტრ პოინტში“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. შეჭმული აქვს მეანაბრეების ფულები, გადამალული აქვს „ცენტრ პოინტის“ ქონება – მიწის ნაკვეთები, სახლები, ფართები, რაზეც  ჟურნალისტები წერდნენ კიდევაც.  – „ცენტრ პოინტის“ საქმის მრავალ ეპიზოდში ფიგურირებს ეს ადამიანი და პროკურატურას ბევრი კითხვები აქვს მასთან.

ამჟამად კი რუხაძე მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ( ყოფილი პიონერთა სასახლის) დირექტორად. დავით ნარმანიამ როცა დანიშნა თბილისის მერად – 2016 წლის ოქტომბერში, მთელი სასახლის მასწავლებლები აღდგნენ თიკა რუხაძის წინააღმდეგ და სასახლეში არ უშვებდნენ. დავით ნარმანიამ წერილი მისწერა კოლექტივს და შეპირდა, რომ არავინ არ წავა სამსახურიდან, არ იქნება შემცირებები, არ დაიხურება კაბინეტები და სასახლის ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებო. სანაცვლოდ, თიკა რუხაძეს შეუშვით და დატოვეთ სასახლეშიო. მოკლედ ამ დაპირებებით დაიყოლია კოლექტივი. სასახლე იურიდიულად არის აიპი და თბილისის მერიას ეკუთვნის.

ამის მერე, თიკა რუხაძე მომძლავრდა სასახლეში, გვერდში ამოიყენა ნანა ალექსანდრია (ბოკერიას დედა), სხვა მიშისტები და კოლექტივს ატერორებს. ეხლა მოიგონა, რომ ჩაატაროს გამოცდები.  ხელი მოაწერინა თანამშრომლებს  რაღაც დოკუმეტზე და უთხრათ, თუ არ მომეწონება თქვენი პასუხები სამსახურიდან მიდიხართ და პრეტენზიები არ გქონდეთო. მოიყვანა თავისი უვიცი დაქალები სამსახურში, რომლებიც თვეში ერთხელ დადიან სასახლეში ყავის დასალევათ და სხვა სამსახურებშიც მუშაობენ. იმათაც ატერორებინებს პედაგოგებს. მოკლეთ, იურიდიულად ბევრი შეცდომა  დაუშვა.

გამოცდები უნდა ჩაეტარებინა ივნისში და უნდა დარიგებოდათ პედაგოგებს კითხვარი წინასწარ, თუ რა საკითხებს შეეხებოდა გამოცდები და ასე შემდეგ. აღარ დაელოდა ივნისს და უკვე დაიწყო გამოცდები. მოაწყო ოთახი, დააყენა ვიდეო გადამღები (როგორც დაკითხვას ისე აწყობს გამოკითხვას), მოისვა გვერდზე თავისი უცოდინარი დაქალები – ჩვენ ვართ საგამოცდო კომისიაო და ატარებს დაკითხვებს. ამ ყველაფერს აკეთებს დათო ნარმანიას და მერიის  სახელით. ამ დროს დათო ნარმანია საქმის კურსში არ არის” _ გვითხრა წყარომ.

  ზაურ  მერებაშვილის განცხადებით კი, ის პიონერთა სასახლიდან თიკა რუხაძემ დაითხოვა. მერებაშვილი ბავშვებს დუდუკზე დაკვრას ასწავლიდა. გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ მერებაშვილი მოსწავლეებს თანხას არ  ახდევინებდა:

_ ყოფილმა დირექტორმა ფეიქრიშვილმა დამავალა, ბავშვებისთვის სწავლაში გადამეხდევინები ფული. ფულის საჭრელ ცეხად აქციეს პიონერთა სასახლე. შემდეგ დავარწმუნე რომ ფულის გადახდა არ შეიძლებოდა. რესპუბლიკის მასშტაბით ვეძებ ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვებს და როგორ შეიძლება, მათ სწავლაში ფული გადაიხადონ? შემდეგ მოვიდა ახალი დირექტორი თიკა რუხაძე და იგივე გააგრძელა. მან  ნაციონალური მოძრაობის წესები შემოიღო და საკუთარი ოჯახის პირად შემოსავლის წყაროდ აქცია პიონერთა სასახლე, მათ თავიანთი სია აქვთ მოსწავლეების, ვინ იხდის ფულს.

მე ვთხოვე შვებულებაში გასვლა და არ მომცეს, ვინაიდან ბავშვები არ გყავს რომლებიც თანხას იხდიანო. შემდეგ თიკა რუხაძემ მითხრა, თუ ბავშვები არ გეყოლება და თანხას ვერ შემოიტან, უნდა გაგათავისუფლო სამსახურიდანო. მე ვუპასუხე, რომ განცხადებას არ დავწერდი გათავისუფლების შესახებ და თუ ვინმე დაინტერესდებოდა ჩემი გათავისუფლებით, ვეტყოდი, რომ მიზეზი რაც იყო. ამის მერე, ჩემი გათავისუფლება „შეკერეს“ როგორც უნდოდათ. იქ წერია, რომ თითქოს მე ვერ ვასრულებდი ნაკისრ ვალდებულებას. ჩემი შრომა პიონერთა სასახლის ხელმძღვანელებმა  არ დამიფასეს. მე იქ 1982 წლიდან ვმუშაობდი.

ჩემი ამბავი მოვუყევი ნინო სუხიშვილს და მან ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახი მომცა. ახლა აქ ვუტარებ ბავშვებს რეპეტიციებს“.

  ცხადია, პირველ რიგში გვაინტერესებდა ქალაქის მერის, დავით ნარმანიას აზრი როგორც წყაროს ინფორმაციაზე, ასევე მერებაშვილის ნათქვამზე. მას სამი დღის განმავლობაში ვურეკავდით პირად ტელეფონზე, შემდეგ მესიჯები გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, არ გვინდა ცალსახად გავაშუქოით ინფორმაცია, იქნებ გვიპასუხოთო, მაგრამ თქვენც არ მოგვიკვედეთ, ნარმანიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close