კოკა კვინიკაძე, ემიგრანტი უფლებადამცველი:

_ მოსამართლეების კონფერენციას ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვინ უფრო მეტი კრიმინალია, ქუდბაცაცა, რომელმაც 100 ლარი მოიპარა და ციხის კედლებს ახეხინებენ თუ ეს მოსამართლეები, ათასაობით უდანაშაულოს უკანონო განაჩენები რომ გამოუტანეს, ოჯახები გაანადგურეს და დღეს გადარეფორმირდნენ ახალ ხელისუფლებასთან. მათგან ხელშეუხებლობის გარანტიები, უვადო დანიშვნები მიიღეს და თბილად კონფერენციებს მართავენ, კვლავ ასამართლებენ ხალხს და ა.შ.
რამხელა უსამართლობაა, როცა სახელმწიფო ასე არასამართლიანად, შერჩევითად სჯის ან ახალისებს, იფარებს ან ძირს ანარცხებს ადამიანებს, რომლებიც სულაც არ იმსახურებენ ამას.

ბატონებო, ასე არ შენდება სამართლიანი სახელმწიფო!

კომენტარები