სამართალი და კრიმინალი

ვინ გაუგზავნა მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი _ საქმის ახალი დეტალები

4 მარტს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ,,თიბისი ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე ათობით ანაბეჭდი  წერილის ორივე მხარეს უკვე აღმოჩენლია. წერილის დედანს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე პროკურატურას მალე გადასცემს. პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულ მონაცემებს ბაზაში არსებულ საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდებს შეადარებს. რჩება  მეორე ეტაპი, ლონდონში  მელნის, პრინტერისა და ლინგვისტური ანალიზი ჩატარდება, რითიც შესაძლოა წერილის გამომგზავნის ვინაობა დადგინდეს.

როგორც ცნობილია, წერილის  გამომგზავნი ადრესატისგან  საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მზარდაჭერას ითხოვდა, ასევე ტელეკომპანია პირველის მფლობელობაზე ზეგავლენას,  რადგან  ტელევიზია უახლოეს 5 დღეში გადასულიყო იმედის ტრენდზე.  წერილში საუბარი იყო  არტარეაზე,  რომელიც ადრესატის თქმით, უნდა დაყრდნობოდა ობიექტურობის მაღალ ხარისხს.

,,თიბისი ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაზემ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას დაადასტურა, რომ წერილის გამომგზავნი საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარიაა.

გადაცემა ,, პოლიტმეტრში“ მამუკა ხაზარაძის ადოკატმა, ზვიად კორძაძემ კიდევ ერთხელ განიხილა აღნიშნული საკითხი და პროკურატურის შემდეგ ნაბიჯებზე ისაუბრა.

,, ახლა არის ძალიან მარტივი რაღაც ჩასატარებელი, ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინგლისიდან მასალას გარდა ამ დისკისა, რომელიც უკვვე გადმოგვეცა, სადაც არის ანაბეჭდები და ჩვენ ამას აუცილებლად წარვუდგენთ პროკურატურას. მათ აქვთ ბაზა მოქალაქეთა ანაბეჭდების და მარტივად შეუძლიათ შეადარონ ისინი.  ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეს წერილი მიუვიდა გიორგი გახარიასგან ეს ასეა. “- განაცადა ზვიად კორძაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემა ,,პირველებში“  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული ფაქტი უარყო.

 

ელენე მეტრეველი

 


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Back to top button
Close