სამართალი და კრიმინალი

ვინ არის საგარეჯოში მოკლული ქალი

ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა

საგარეჯოში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ყოფილმა ქმარმა ციაკო სულიკაშვილს სახლში მიაკითხა, მოტყუებით გაიყვანა და თავში ქვა ჩაარტყა. ახალგაზრდა ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად  საავადმყოფოში გარდაიცვალა.

.

ციაკო სულიკაშვილს ორი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლა­დობ­და მას­ზე ქმა­რი. თა­ვის დრო­ზე მათი ოჯა­ხი სწო­რედ ძა­ლა­დო­ბის გამო და­ინ­გრა. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და ცოლს, სწო­რედ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს და ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით ახა­ლი გა­მო­სუ­ლია.

შსს ყველას აფრთხილებს,  ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც – 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close