საზოგადოება

ვინ არიან ადვოკატთა ასოციაციის მიერ იუსტიციის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან:  როინ მიგრიაული, სოფიო სოხაძე გიორგი ტურაზაშვილი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს 3 კანდიდატი. შესაბამისად, ასოციაციამ წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსი 7 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ყველა იმ წევრს შეეძლო, რომლებიც კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შერჩეული სამივე კანდიდატი გამოირჩევა მრავალწლიანი საადვოკატო პრაქტიკით მაღალი კვალიფიკაციითა და სანდო რეპუტაციით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურებს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.

სოფიო სოხაძე – ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების კომიტეტის თანათავმჯდომარე. ადვოკატი.
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი – იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
აქვს ადვოკატად მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება.

გიორგი ტურაზაშვილი– ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ადვოკატი.დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი-იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. ტრენერი.
აქვს ადვოკატად მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება.

როინ მიგრიაული- აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ადვოკატი.
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი-იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
სამართლის დოქტორი,  ასოცირებული პროფესორი.
აქვს ადვოკატად მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close