პოლიტიკა

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ამ პოსტზე მიქაუტაძესთან ერთად მოსამართლეთა კონფერენციაზე წარდგენილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი რევაზ ნადარაია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, მიქაუტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწევს და ეს მან კენჭისყრამდეც განაცხადა. შესაბამისად, ეს პოსტი ვაკანტური გახდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს დანიშნავს. 

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 2016 წელს დაინიშნა. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა. მიქაუტაძე სწორედ მის ადგილს დაიკავებს საბჭოში რადგან ლევან მურუსიძეს საბჭოს წევრობის 4 წლიანი უფლებამოსილება ამოეწურა.

მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრიც აირჩია წარდგენილი 7 კანდიდატიდან მოსამართლეთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს მოსამართლეებმა: დიმიტრი გვრიტიშვილმა, ირაკლი შენგელიამ, ირაკლი ბონდარენკომ და ვასილ მშვენიერაძემ. 

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close