რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ვინც მანდ დამრეკავი არ იპოვნოს, პოლიცია (აქ უნდა იყოს დაგინება)”

უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ „მზიურის“ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა, დეზინფორმაცია იყო. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ლგბტ უფლებებზე ფილმის ჩვენების ჩაშლის გამო გაავრცელეს.

„ჰომოფობები მზიურთან მიჯლიგინდნენ კაფეში ლგბტ უფლებებზე ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად. 17 მაისს ეტყობა ვერ დახარჯეს სიძულვილი და… ნეტა ყველა მორიგ ივენთზე ასე უნდა იჯლიგინონ?

დამატება: აუ, ძაან მაგარი, ეხლა მოიგონეს ბომბიაო და მთლიანად ჩაშალეს ყველაფერი. ვინც მანდ დამრეკავი არ იპოვნოს, პოლიცია (აქ უნდა იყოს დაგინება). ნუ, რა თქმა უნდა, თუ თავად პოლიციის მოგონილი არაა ეს ბომბი“, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მზიურის პარკში ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს სამართალდამცველები ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. პოლიცია ამბობდა, რომ  მათთან, ამ ტეროტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ფილმის ჩვენება შეწყდა და მაყურებლებმა პარკის ტერიტორია დატოვეს.

წყარო:mpress

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close