პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ დაიწყო კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა. ვწერ იმ არაკვალიფიციური, არაინფორმირებული, არაკომპეტენტური “კომენტატორების” საყურადღებოდ, რომლებიც მე, ნაცების პარტიას, ბოკერიას ნაციონალურ განშტოებას და პრეზიდენტს ამ ფორმატში ერთმანეთთან გვაკავშირებენ.

საყოველთაო განხილვის კომისიაში მე მიმიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ანუ ,,ქართულმა ოცნებამ” და აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში 8 მაისიდან, რათა დარბაზებში შეკრებილ ადამიანებს გავუზიარო ჩემი პოზიცია. ვუთხრა საჯაროდ, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ რამდენიმე ცვლილებას. მაგალითად, გადასანაწილებელი ხმების თემას. ისე, ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close