მსოფლიო

ვიდეორგოლის გადაღებისას გოგომ მეგობარი მიჭი მოკლა

აშშ-ში, მინესოტას შტატში მცხოვრებმა მონალიზა პერესმა ვიდეორგოლის გადაღების დროს, შემთხვევით, თავისი მეგობარი ბიჭი პედრო რუისი მოკლა.

ინფორმაციას NBC ავრცელებს. წყვილმა გადაწყვიტა ექსპერიმენტის გზით შეემოწმებინა, გაატარებდა თუ არა წიგნი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიას და ამსახველი ვიდეო YouTube-ზე აეტვირთა.

ექსპერიმენტისთვის მათ იარაღი Desert Eagle და ასევე, სქელყდიანი ენციკლოპედია შეარჩიეს. ვიდეორგოლის გადაღება ტრაგიკულად დასრულდა. მონალიზას მიერ გასროლილმა ტყვიამ წიგნი გახვრიტა და პეტროს გულში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლის გადაღების იდეა პედროს ეკუთვნოდა და მონალიზამაც მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, გოგონას 10 წლამდე პატიმრობა და 20 000 დოლარის ჯარიმის გადახდა შეიძლება დაეკისროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close