ჯანდაცვა

,,ვთხოვ, წაიკითხონ მათ, ვისაც მხოლოდ პირბადე ჰგონია კოვიდისაგან მხსნელი და მისგან დაინფიცირების მიზეზი”

,,ვთხოვ , წაიკითხონ მათ, ვისაც მხოლოდ პირბადე ჰგონია მხსნელიც და მიზეზიც !!! და სძულს ყველა, ვინც ნამდვილ მიზეზებზე საუბრობს!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარიეტა საყვარელიძე და კოვიდინფიცირებული მიშა კაჭკაჭიშვილის პოსტს აქვეყნებს
__________
,,პირველ რიგში ყველას მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისთვის, გამხნევებისთვის და დიდი ბოდიში, ყველას ვერ გიპასუხეთ. ამ ეტაპისთვის სიმპტომების გამოვლენიდან მე9 დღეა და თავს უკეთ ვგრძნობ. ვმკურნალობ სახლში და მინდა გითხრათ, რომ 112 თან დაკავშირება დღემდე ვერ მოვახერხე, არამარტო მე, არამედ ჩემმა ბევრმა ახლობელმა. ამით მინდა ვთქვა რომ ადამიანები ბედის ანაბარა არიან მიყრილები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითოზოლაციაში ვარ, ჩემი ოჯახის კიდე რამდენიმე წევრს აქვს იგივე სიმპტომები, რაც მე. ამით იმის თქმა მინდა, რომ სტატისტიკა მინიმუმ 5 ჯერ მეტია, ვიდრე ცხადდება. ხაზს ვუსვამ, არ არსებობს 112, არ არსებობს კომპეტენტური ოჯახის ექიმი. არ მაქვს ლაპარაკი ახლობელ ექიმებზე. გარდა სტატისტიკის სამსახურისა, რომლებმაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უნდა აღრიცხონ,სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება – ნული.
ეს ვირუსი არ გავს აქამდე გადატანილ სხვა ვირუსებს, არც ღორის გრიპს, არც ფრინველის გრიპს, რაც აქამდე გადამიტანია. ეს რაღაც სხვა არის, ძალიან ცუდი, ამის ახსნა არ შემიძლია. ერთადერთი, რაც გშველის ამ დროს, არის მეგობრების ყურადღება და პოზიტიური განწყობა, რამაც ეს გადამატანინა. ხვალ რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ ვირუსს, არავინ იცის. სულ მეკეთა პირბადე, ზედმიწევნით ვიცავდი სოციალურ დისტანციას და ჰიგიენას, მაგრამ მაინც შემხვდა ეს ვირუსი, არ ვიცი სად და როდის.
ამიტონმ ამ პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ სწორ ბრძოლის საშუალებად მიმაჩნია გამართული ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ, ადამიანები, როგორც არ უნდა ვეცადოთ საკუთარი თავის დაცვას, თვითიზოლაციაში ყოფნას, ეს ვირუსი სად და როგორ შეგხვდებათ, არავინ იცის.
ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის არის გამართული ჯანდაცვის სისტემა და კომპეტენტური ექიმები. სხვა შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ეს ვირუსი შეგვხვდა, ვართ მეგობრების, გუგლში ნაპოვნი გაიდლაინების იმედად. გამოვა ეხლა ვინმე კომპეტენტური პირი და იტყვის, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება, დისტანცია და ჰიგიენა. არაფერი არ შველის, ადამიანი კოლბაში ხომ ვერ ჩაჯდება. შეუძლებელია ადამიანმა თავი დაიცვას და ეს ვირუსი აიცილოს თავიდან.
P.S. ამ ვირუსს იქამდე ვერ დავამარცხებთ, სანამ ჩვენი ჯანდაცვის სიატემა არ გაიმართება და არ იქნება კოორდინაციაში ერთად სახელმწიფოს ყველა სტრუქტურასთან.
კიდე ბევრს დავწერდი, მაგრამ აღარ გავაგრძელებ და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”.

Related Articles

Back to top button
Close