რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ვთხოვთ ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის გადამალული კრიმინალური მილიარდები ევროპის ბანკებში”

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე – შალვა ნათელაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლე წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკის ჩატარებას ეხმიანება:

,,ოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული დიქტატურა თანდათანობით შედის უაღრესად საშიშ სტადიაში. რუსთავი2-ის ხელში ვერ ჩაგდება და ამ საქმეზე ევროპის სასამართლოს ვერდიქტი გახდა საფუძველი წუხელ, ევრომოსამართლე წოწორიას ოჯახში ჩხრეკის პროვოცირებისა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს პროვოკაცია ფაქტობრივად დარტყმაა მთელს ევროპაზე, სადაც გუშინ უვიზოდ გადაადგილების უფლება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს.

ვგმობთ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას დღევანდელი რეჟიმისა და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის გადამალული კრიმინალური მილიარდები ევროპის ბანკებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close