პოლიტიკა

ვენეციის კომისიის სხდომას, გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად, ანა დოლიძე დაესწრება

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, პრეზიდენტის ნაცვლად, მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გაემგზავრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას წარადგენს, ასევე აპირებს, შეხვდეს ვენეციის კომისიის წევრებს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის პოზიცია გააცნოს.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მივემგზავრები ვენეციაში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, პრეზიდენტის პოზიციის წარმოსადგენად, ასევე იმისათვის, რომ შევხვდე ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნო მათ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი დასწრებოდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განუცხადეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის განცახდებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. 
 
ანა დოლიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მიესალმება. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური საკონსტიტუციო ცვლილებებში ახალი საარჩევნო სისტემაა. 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close