“აი, ეს ვერ აპატიეს მაიას- ბაბუა საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მინისტრი იყო -, ელიზბარ მინდელი; მისი მეუღლე, თამარ ახვლედიანი-არისტოკრატიულად ლამაზი და დიდი გემოვნებით ცნობილი ქალბატონი’ მამა- ენერგეტიკის აკადემიკოსი, დედა-სათნოებით განთქმული ქალი, ერთი სიძე-  ზაზა დარასელი, მეორე მე, მამამთილი – უდიდესი ადვოკატი, შელვა რჩეულიშვილი, შვილი – გუკა რჩეულიშვილი 40 ფილმის პროდიუსერი და ა.შ. ამიტომაც მისი მხარდამჭერი ქართული ელიტის განადგურებისაკენ მოუწოდებენ დაზარალებულთა ჯგუფის გაუნათლებელი ლიდერები და მაიას სიკვდილს ნატრობენ. ამით ჩვენც გვაუბედურებენ და პატიოსან კლიენტებსაც, რომელთა ბედიც ყველას-მთავრობასაც და პროკურატურის აგენტებსაც ფეხებზე ჰკიდიათ.

 მაგრამ ქართული ინტელიგენციას განადგურება ვერც კგბ-ს აგენტებმა შეძლეს და ვერც პროკურატურის აგენტები შეძლებენ. კლიენტების ქონების გადასარჩენად მაიამ მერამდენეჯერ გაწირა თავისი სიცოცხლე….ღმერთი იყოს მისი მფაველი!” _ წერს პატიმარ მაია რჩეულიშვილის მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი. 

კომენტარები