პოლიტიკარედაქტორის გვერდი

ვახტანგ მაისაია: ცივი ომი დაწყებულია, საქართველო უნდა იყოს ონლაინ რეჟიმში

    სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ცივი ომი უკვე დაწყებულია. კონკრეტულად რა მოხდება ან რას უნდა ველოდოთ,  ,,წინასწარი ვარაუდი შეუძლებელია, რადგან ყოველ წუთს ვითარდება და  მოვლენები იცვლება.
    კორეის მიმართულებით საკმაოდ ცხელი პერიოდია და ვიმედოვნებ, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, თუმცა ცივი ომი დაწყებულია”,_ განაცხადა ექსპერტმა.
   მისივე თქმით, ირანის, რუსეთის და სირიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს ამერიკის მიმართულებით მკაცრი განცხადებები გაკეთდა. ,,გუშინ მოხდა სირიის, ირანის და რუსეთის წარმომადგენელების შეხვედრა. მათ ამერიკის მიმართულებით მკაცრი განცადებები გააკეთეს. ტრამპიც გადასულია მკაცრ პოლიტიკაზე  სორიის ავღანეთის და კორეის მიმართულებით.
   საქართველოს მუდმივად ონალიან რეჟიმში უნდა იყოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება. ჩვენ უნდა ვიყოთ ონლაინ რეჟიმში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საქართველო აშშ-ს მეგობარია, ხოლო რუსეთისგან ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში შეიძლება საფრთხეები გვქონდეს რუსეთისგან, თუმცა არ მგონია, რომ ეს ამ ეტაპზე მოხდეს”, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ.
ნინო შავერდაშვილი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close