საზოგადოება
ვახო სანაია: პირველი სიტყვა წაშალეთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ,,ტეხავს”
,,გასამდაო, ხალხოოო..."
,,პირველი სიტყვა წაშალეთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ,,ტეხავს”. მაგ სიტყვას დადებით ან ცინიკურ კონტექსტში ვიყენებთ საქართველოში.
გასამდაო, ხალხო…”
_ წერს ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
,,გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!” ასეთი პოსტი უძღვნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლისა და მოქანდაკის, რევაზ გაბრიაძის გარდაცვალებას.