პოლიტიკა

“ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს და ნიუ-ორკის ბირჟას”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ილიაუნის სტუდენტებთან შეხვედრისას უპასუხა.
“ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას, ვაკონტროლებ გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”,- ასე უპასუხა პრეზიდენტმა სტუდენტის კითხვას ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ. პრეზიდენტის თქმით, არ იცის, საიდან მოდის მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი ინფორმაცია. “არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ, როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი  ასევე დაინტერსდა, „თუ რატომ არ დგანან ახლა სტუდენტებთან სასაუბროდ სხვა პოლიტიკოსები და არ ისმენენ მათ აზრს”. „ესაა დემოკრატია, როცა ერთმანეთს არა ბრალს ვდებთ, არამედ ვეკამათებით. ესაა, რაც ქმნის საზოგადოებას. საზოგადოება არ არის კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები. საზოგადოებაა, როცა ადამიანები ერთმანეთს აზრევს უზიარებენ. გული მწყდება რომ აქ არ არისნ სხვა პოლიტიკოსები.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა იყო, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close