საზოგადოება
,,ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნეს-პარტნიორ ბიძინა ივანიშვილს!”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის სხდომა. სახალხოდ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნეს-პარტნიორ ბიძინა ივანიშვილს——–არ გაბედო ერთი მილიმეტრი ამ წმინდა,ქართული სივრცის გადაცემა თორემ შენ და შენს შთამომავლობას ისეთი რისხვა დაგატყდებათ როგორიც შენს სულიერ-გენეტიკურ წინაპარ, სერგო ორჯინიკიძესაც კი არ უნახავს.